Belive

ბარსელონას პრეზიდენტმა გამარჯვებულებისთვის ჰამბურგერები შეუკვეთა

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური სტადიის პირველ შეხვედრაში, "ბარსელონამ" სტუმრად "პსჟ" 2:3 დაამარცხა და გამეორებითი მატჩის წინ, მცირე უპირატესობა შეიქმნა. მართალია, ეს უპირატესობა არაფრის გარანტიას არ იძლევა, თუმცა კლუბში გაკვირვებულები იყვნენ ბარსელონას პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას მოკრძალებული აღნიშვნით.

ლაპორტამ თითოეულ ფეხბურთელს გამარჯვება "პარკ დე პრენსის" გასახდელში მიულოცა, თუმცა არა ისე - როგორც სჩვევია. არ ყოფილა საჯარო გამოსვლა ან აჟიოტაჟი, არც სადღეგრძელოები და არც რაიმე ბონუსის პირობა იმ შემთხვევისთვის, თუ ბარსელონა შემდეგ ეტაპზე გავა. ბარსელონაში გამოფრენის დროსაც ლაპორტას სიხარული არ გამოუხატავს და კლუბში აღნიშნეს, რომ ის უცნაურად მშვიდი იყო.

სამაგიეროდ, კლუბის პრეზიდენტი არ გაჩერდა იქამდე, სანამ პარიზის საუკეთესო რესტორნების ქსელს არ მიაგნო, საიდანაც გამარჯვებული ფეხბურთელებისთვის ჰამბურგერები შეუკვეთა.

ბარსელონასა და პსჟ-ს შორის განმეორებითი მატჩი 16 აპრილს, მონჟუიკის ოლიმპიურ სტადიონზე ჩატარდება.

სხვა სტატიები