ჰანსი ფლიკი: "არც ისე რთულია ვარჯიშზე თავის დროზე მოხვიდე"
"ბარსელონამ" ლა ლიგის უკანასკნელ ტურში "რაიო ვალეკანო" მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა და ჩემპიონატის ცხრილის სათავეში მოექცა. ახლა კატალონიელებსა და "რეალს" თანაბარი 51-51 ქულა აქვთ, "ატლეტიკოს" კი - 50.
შეხვედრის დაწყების წინ, ჰანსი ფლიკმა განაცხადა, რომ ჟიულ კუნდე სათადარიგო სკამზე იქნება, რაც ბარსელონას შიდა გადაწყვეტილებაა. გერმანელი სპეციალისტი ხშირად ამახვილებს ყურადღებას დისციპლინაზე, ამ მხრივ კი კუნდესთან პრობლემები რამდენჯერმე შეექმნა, ფრანგი ფეხბურთელი ვარჯიშებსა და შეკრებებზე აგვიანებს. ფლიკმა ამ თემაზე მოგების შემდეგაც ისაუბრა.
მატჩის წინ მინდა ყველამ იცოდეს, რა უნდა გააკეთოს მოედანზე. შეხვედრების წინ ორ-სამ შეკრებას ვატარებთ. არც ისე რთულია ამ შეკრებებზე თავის დროზე მოხვიდე.
კუნდესთან საუბარი მინდა. ის აგვიანებდა და ჩვენ გვაქვს მკაფიო წესები. გადაწყვეტილება მივიღე ფეხბურთელების, კლუბისა და გულშემატკივრების პატივისცემის გამო. - განაცხადა ჰანსი ფლიკმა
ფლიკის ბარსელონაში მოსვლის დღიდან, გერმანელემა ჩამოაყალიბა სადისციპლინო განსაზღვრული წესები, რომელთა შესრულებასაც ფეხბურთელებს სთხოვს. მაგალითად, მატჩისწინა შეკრებაზე მისულებს ეკრძალებოდათ სხვა ტანისამოსის ჩაცმა, გარდა კლუბის ოფიციალური ეკიპირებისა. ფლიკი უდიდეს ყურადღებას აქცევს ფეხბურთელების კვებასა და ვარჯიშზე დროულად მისვლის საკითხებს. ჟიულ კუნდე რაიოსთან დაისაჯა, თუმცა 66-ე წუთზე მწვრთნელმა ის მოედანზე მაინც შეუშვა.