ბარსელონამ ვიტორ როკე პალმეირასს მიჰყიდა
დღეს ბრაზილიურმა "პალმეირასმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ ვიტორ როკე მათი გუნდის წევრია.
პალმეირასი 25,5 მილიონ ევროს გადაიხდის. "ბარსელონა" შეინარჩუნებს მოთამაშის უფლებების 20%-ს, რომელშიც 2023 წელს 30 მილიონი ევრო გადაიხადა. "ტიგრინიო" ბარსაში "ატლეტიკო პარანაენსედან" გადავიდა, სადაც მან 81 მატჩში 28 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ბარსელონას ყოფილმა მწვრთნელმა, ხავიმ, ბრაზილიელ ფეხბურთელს სათამაშო დრო არ მისცა და თავდამსხმელით არც ჰანსი ფლიკი მოიხიბლა, ამიტომ სეზონის დასაწყისში ის "ბეტისში" გაანათხოვრეს. ვიტორ როკემ, კატალონიელთა შემადგგენლობაში, მხოლოდ 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
O aniversário é seu, mas o presente é nosso 🥰
— SE Palmeiras (@Palmeiras) February 28, 2025
O novo atacante do #MaiorCampeãoDoBrasil chegou completando mais uma primavera! Feliz 2.0, Vitor Roque! 💚 pic.twitter.com/bEdk615S1z