ბარსელონამ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან სასპონსორო შეთანხმებას მიაღწია
ბარსელონა ახალი სპონსორის ძიებაშია, როგორც Mundo Deportivo აცხადებს კატალონიური კლუბი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტურიზმის საბჭოსთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს და შეთანხმებას მიაღწია. კერძოდ, ბარსელონას მაისურზე აფრიკული ქვეყნის ინიციალები იქნება გამოსახული.
შეთანხმების თანახმად, კონგო ესპანურ კლუბს 11 მილიონ ევროს გადაუხდის, გარიგება 4-წლიანია და სრულად ღირებულება 44 მილიონ ევროს შეადგენს.
კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ უკვე გააფორმა მსგავსი შეთანხმება მონაკოსთან, რომელიც კლუბის სავარჯიშო ფორმის უკანა მხარეს იქნება გამოსახული.
El Barça, cerca de cerrar un patrocinio que le reportaría 40 millones de euros.
— Diario SPORT (@sport) July 15, 2025
Didier Budimbu, ministro de deportes del Congo, estuvo en Barcelona para avanzar en la operación.
El Barça llevará el eslogan “Congo, el corazón de África”.
🎥 @monfortcarlos pic.twitter.com/sDnH4nfPUl