Belive

ბარსელონამ ტერ შტეგენს კაპიტნის სამკლავური დაუბრუნა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონა აცხადებს, რომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ლა ლიგის კომისიის მიერ წარმოდგენილ ტრავმის შესახებ ანგარიშზე ხელი მოაწერა. აქედან გამომდინარე კატალონიური კლუბი ოფიციალურად წერს, რომ ტერ შტეგენის მიმართ დისციპლინური სანქცია ძალაში აღარ არის და ის კაპიტნის სამკლავურს დაუყოვნებლივ დაიბრუნებს.

შეგახსენებთ, რომ გერმანელმა ზურგის ოპერაცია გაიკეთა. ტერ შტეგენსა და ბარსელონას შორის სიტუაცია სწორედ ამის შემდეგ გამწვავდა, რადგან 33 წლის მეკარემ უარი თქვა ლა ლიგის სამედიცინო კომისიისთვის, ტრავმის შესახებ ანგარიშის გაგზავნაზე, რადგან თვლიდა, რომ ტრავმიდან იმაზე ადრე დაბრუნებოდა, ვიდრე ბარსელონა აცხადებდა. კატალონიური კლუბი მის წინააღმდეგ დისციპლინური საქმის აღძვრასაც აპირებდა, რადგან მათ ამის გამო ახალი მოთამაშეების დარეგისტრირება არ შეეძლოთ.

სხვა სტატიები