Belive

ბარსელონას პრეზიდენტი მესის წასვლაზე: "არაფერს ვნანობ"

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონას პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, გადაცემა „El Mati de Catalunya Radio“-ში კლუბში არსებულ ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.

ცხადია, ერთ-ერთი მთავარი ინტერესის საგანი ლეო მესის მოულოდნელი ვიზიტი იყო „კამპ ნოუზე“ - კლუბის ინფორმირების გარეშე. ეს დაემთხვა მისი ინტერვიუს გამოქვეყნებას SPORT-ში, რომელშიც ბარსელონას დატოვებაზე გულდაწყვეტით ისაუბრა და აღნიშნა, რომ წასვლა არ სურდა - თანაც ეს წასვლა არ იყო ისეთი, როგორზეც ოცნებობდა.

არ ვიცოდი, რომ მესი კამპ ნოუს ეწვია, თუმცა ეს მისი სახლია, რა დროსაც უნდა, იმ დროს მოვა. როდესაც მითხრეს, როგორ მოხდა ეს, მომხიბვლელ, სპონტანურ ჟესტად და ბარსელონას სიამაყის ნამდვილ აქტად მომეჩვენა.

ისტორიაში საუკეთესო მოთამაშისთვის პატივისცემის ნიშნად, ღონისძიების ჩატარება მინდა და ვიცი, რომ მასაც მოეწონება. ყველაფრის გათვალისწინებით, წარსულში მომხდარს, არაფერს არ ვნანობ. გაცილება არ იყო ისეთი, როგორიც ყველას გვინდოდა, მაგრამ იმ დროს სხვანაირად ვერ მოხდებოდა. კლუბი ყველაფერზე მაღლა დგას. - განაცხადა ჟოან ლაპორტამ

ესპანურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლეო მესი ლაპორტას მოწინააღმდეგეთა ბანაკშია და მომავალ არჩევნებში მისი კონკურენტის მომხრე იქნება. თავად ლაპორტა ამბობს, რომ მას და ლეოს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ.

სხვა სტატიები