ბარსელონამ დეპაისთან, შესაძლოა, კონტრაქტი გაწყვიტოს
,,ბარსელონას'' შემტევმა, მემფის დეპაიმ, შესაძლოა, კატალონიური გუნდი დატოვოს. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, 28 წლის ფეხბურთელისა და კლუბის ადვოკატები მოლაპარაკებებს კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ მართავენ. შედეგად, თუ მხარეები შეთანხმდებიან, დეპაის მსურველი გუნდი მის გადაბირებას გამოსასყიდი თანხის გადახდის გარეშე, უფასოდ შეძლებს. თავად ნიდერლანდელმა განაცხადა, რომ ,,ბარსელონას'' მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს თუ კარიერის გასაგრძელებლად მისთვის მიმზიდველი ვარიანტი გამოჩნდება. დეპაი კატალონიურ გუნდში 2021 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. შემტევმა გასულ სეზონში ,,ბლაუგრანას'' მაისურით ჩატარებულ 38 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
Excl: Barcelona and Memphis Depay lawyers are in negotiations to reach an agreement on free agency. No way for €20m fee. Depay will accept to leave Barça only in case he’ll find the right option for his future. 🚨 #FCB Memphis Depay will only consider top clubs. pic.twitter.com/COFSiHdXBL — Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 2, 2022