ბარსელონა შიშობს, რომ გავიმ საქართველოსთან მძიმე ტრავმა მიიღო
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის A-ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში, ესპანეთისა და საქართველოს დაპირისპირება შედგა. ვალიადოლიდში გამართული მატჩი "ფურია როხას" გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.
მატჩის 26-ე წუთზე, ესპანეთისა და "ბარსელონას" 19 წლის ვარსკვლავმა ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ერთი შეხედვითვე ცხადი იყო, რომ გავიმ მძიმე ტრავმა მიიღო, თუმცა "ბარსელონას" წარმომადგენლები შიშობენ, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველის ტრავმა ნავარაუდევზე გაცილებით მძიმეა და გავისთვის შესაძლოა სეზონი ნაადრევად დასრულდეს.
ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი - ფაბრიციო რომანო, ასევე აღნიშნავს, რომ კატალონიური გრანდის მესვეურები განრისხებული არიან და უკვირთ, საერთოდ რატომ ათამაშეს გავი იმ ფონზე, როდესაც ესპანეთს ისედაც გარანტირებული ჰქონდა ევროსარბიელზე გასვლა.
ფეხბურთელი უკვე ბარსელონაში დაბრუნდა და "ბარსას" წარმომადგენლები ელიან, რომ გავის ტრავმის სიმძიმე დღეს ოფიციალურად დადგინდება. გავის მუხლის ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი - პირველადი ნიშნები ცალსახაა. ტესტების ჩატარებამდე და მას შემდეგ, გავი გასახდელში ტიროდა. "ბარსა" განრისხებულია. მათ არ ესმით რატომ ათამაშეს გავი ამ მატჩში. - ფაბრიციო რომანო.
🔵🔴 Barça expect Gavi’s ACL injury to be confirmed later today as the player is already back in Barcelona.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) November 20, 2023
Initial indications are clear; Gavi was crying in the dressing room before and after the tests.
Barça, furious as they don’t understand why Gavi had to play that game. pic.twitter.com/PRpayuU08P