Belive

"გიორგი მიქაუტაძე - სენტ-ეტიენის სახალხო მტერი #1" - მედიაში ქართველ ფეხბურთელს აქებენ

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე "მეცისთვის" ისტორიული მატჩის მოლოდინშია. ქართველი ფეხბურთელის გუნდი ლიგა 1-სა და ლიგა 2-ს შორის გასამართი პლეი-ოფისთვის ემზადება. პლეი-ოფის ფინალში 23 წლის ქართველი და მისი გუნდი ქვეყნის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდს, "სენტ-ეტიენს" შეხვდებიან.

მატჩის წინ, მედიაში ქართველი ფეხბურთელის როლზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ის "სენტ-ეტიენის" მთავარი მეტოქე იქნება. სტატიის სათაური ასეთია: "გიორგი მიქაუტაძე: "სენტ-ეტიენის" სახალხო მტერი #1".

"ნიდერლანდურ გრანდში არასტაბილური გამოსვლის შემდეგ, გიორგი მიქაუტაძე გასულ ზამთარში "მეცს" იჯარის წესით დაუბრუნდა და სათამაშო ფორმა ძალიან სწრაფად აღიდგინა.

გადახედეთ "მეცის" შედეგებს, თავდამსხმელების სტატისტიკას და ნახავთ, თუ რამხელა როლი აქვს ქართველ ფეხბურთელს გუნდის თამაშებზე. გარდა იმისა, რომ გიორგი მიქაუტაძე თავისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, ასევე, მის აქტივში, გუნდში ყველაზე მეტი საგოლე პასია.

წინა სეზონში, მიქაუტაძემ "სენტ-ეტიენს" ჯერ პირველ წრეში გაუტანა, შემდეგ კი დუბლის შესრულება მოახერხა. პატარა ქართველი უფლისწულის დაბრუნებას "სენტ-ეტიენთან" მატჩში ვიხილავთ", - წერს envertetcontretous.

მას შემდეგ, რაც იანვრის სატრანსფერო პერიოდის დროს, ამსტერდამული გრანდიდან მიქაუტაძე "მეცში" დაბრუნდა, მშვენიერ ფორმაშია და გუნდს ლიგა 1-ში დარჩენის "შანსი" შეუნარჩუნა. რაც შეეხება ინდივიდუალურ სტატისტიკას, მას ლიგა 1-ში ჩატარებულ 20 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები