ბარსელონა კამპ ნოუს სკამებსა და ბალახს ყიდის
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის ,,ბარსელონამ'' ახალი კამპანია, სახელწოდებით ,,Memorabilia'' დაიწყო, რომლის ფარგლებშიც გუნდი ,,კამპ ნოუს'' სკამებს, ბალახსა და კარის ბადეებს გაყიდის.
Marca-ს ცნობით, გულშემატკივრები პლასტმასის სკამების ყიდვას 99-დან 299 ევროდ შეძლებენ.
ასევე, იყიდება კარის ბადეც, რომელიც ჩარჩოშია მოთავსებული და ბალახი, რომელზეც ,,ბარსელონამ'' გასული სეზონის ბოლო ოფიციალური მატჩი (მალიორკასთან) ჩაატარა.
,,კამპ ნოუს'' რემონტი პირველ ივნისს დაიწყო და, სავარაუდოდ, 2025-2026 წლების სეზონისთვის დასრულდება. მანამდე კატალონიელები ბარსელონას ოლიმპიურ სტადიონზე ითამაშებენ.