რაფინიას ახალი კონტრაქტი | ბრაზილიელი კატალონიურ კლუბში 2030 წლამდე დარჩება
ბარსელონამ და რაფაელ დიას ბელოლიმ, რომელიც ფეხბურთის სამყაროში რაფინიას სახელითაა ცნობილი, ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ახალი კონტრაქტის თანახმად, 29 წლის ბრაზილიელი შემტევი კატალონიური კლუბის ღირსებას 2030 წლის 30 ივნისამდე დაიცავს.
რაფინია „ბლაუგრანას“ 2022/23 წლების სეზონში შეუერთდა და მას შემდეგ ჩატარებულ 190 მატჩში 94 გოლი გაიტანა. ამ პერიოდში მან კლუბთან ერთად ლა ლიგის სამი (2022/23, 2024/25, 2025/26), ესპანეთის თასის ერთი (2024/25) და ესპანეთის სუპერთასის სამი ტიტული მოიგო.
ასტონ ვილას წინააღმდეგ გამართულ მატჩში კი იგი ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით ადრიანო კორესიას გაუტოლდა და ბარსელონას ისტორიაში მეოთხე ბრაზილიელი გახდა ჩატარებული მატჩების მიხედვით.
Une véritable déclaration d'intention. Notre capitaine prolonge jusqu'en 2030 💙❤️ pic.twitter.com/pyzNCaALkq
— FC Barcelona (@fcbarcelona_fra) November 5, 2026
ბრაზილიელი ვინგერი მიმდინარე 2026/27 წლების სეზონს ფენომენალურ ფორმაში შეხვდა და უკვე მოასწრო 19 გოლის გატანა - 15 ლა ლიგაში, ხოლო 4 ჩემპიონთა ლიგაზე. ამ მაჩვენებლით რაფინია ესპანეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას სათავეში უდგას და ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე შედეგიან თავდამსხმელად რჩება.