Belive

ბარსელონა დე იონგს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ ითანხმებს

2 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

სამი თვის წინ კატალონიურმა კლუბმა ფრენკი დე იონგს კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა ისე, რომ ხელფასი არ შეუმცირდებოდა - მინიმუმ სამი წლის ვადით. Mundo Deportivo ბარსელონას წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ფეხბურთელი უკვე 3 თვეა არც დადებით პასუხს იძლევა და არც უარყოფითს. როგორც აღინიშნა, დე იონგი ახლა უფრო მაღალ ხელფასს იღებს, ვიდრე ადრე, რადგან ბარსელონა ასევე იხდის გადასახადებს, რომლებიც კოროვირუსული პანდემიის გამო გადავადდა. მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2026 წლის ზაფხულში იწურება.

კლუბი გაკვირვებულია დე იონგის საქციელით, მაგრამ იმედი აქვთ, რომ ფეხბურთელი ახალ კონტრაქტს მაინც მოაწერს ხელს. თუ ფრენკის ბარსას დატოვება სურს, მან ამის შესახებ პირდაპირ უნდა აცნობოს. ამ შემთხვევაში, კლუბი ან კონტრაქტის გახანგრძლივების სხვა შეთავაზებას გააკეთებს, ან სთხოვს მოთამაშეს სატრანსფერო შეთავაზებები განიხილოს.

ბარსელონა ფრენკის კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხის გადასაწყვეტად მიმდინარე წელს მიიჩნევს, რადგან 2025 წელს, როდესაც მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ერთი წელი რჩება, კლუბი მოლაპარაკებებში სუსტ მდგომარეობაში იქნება.

აღსანიშნავია, რომ დე იონგი არ გამორიცხავს ბარსელონას დატოვებას, განსხვავებით 2022 წლის ზაფხულისგან, როდესაც კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედში" მის ტრანსფერზე შეთანხმდა. შემდეგ გარიგება ჩაიშალა იმის გამო, რომ ფრენკის წასვლა არ სურდა. დე იონგმა კატალონიელების მაისურით, მიმდინარე სეზონში, 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და რვა ყვითელი ბარათი მიიღო.

სხვა სტატიები