Belive

ბარსელონა დანი ოლმოს კვლავ ვერ არეგისტრირებს

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, ილქაი გიუნდოგანმა "ბარსელონა" დატოვა და "სიტიში" დაბრუნდა. აღნიშნული ტრანსფერი ყველასთვის უცნაური და მოულოდნელი იყო. როგორც RAC1 წერს, კლუბის ფინანსურმა მდგომარეობამ ხელფასების სტრუქტურის კორექტირება აუცილებელი გახადა. ამ პროცესში კი გიუნდოგანის წასვლა გადამწყვეტი იყო.

ეს ყველაფერი დანი ოლმოს დასარეგისტრირებლად გაკეთდა. ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს სვლა საკმარისი არ აღმოჩნდა. როგორც ცნობილი გახდა კატალონიელებს კიდევ ერთ მოთამაშესთან მოუწევთ დამშვიდობება. არსებობს მეორე ვარიანტი, რომელიც Nike-თან გაფორმებული კონტრაქტის გადახედვას მოიცავს.

სხვა სტატიები