ბარსელონა და პსჟ 16 წლის ბრაზილიელი ტალანტის შესაძენად იბრძვიან!
16 წლის ბრაზილიელი ამომავალი ვარსკვლავი, ევროპული გრანდების მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.
გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა" და "პარი სენ-ჟერმენი" ენდრიკის შესაძენად გაჩაღებულ ბრძოლაში ფავორიტები არიან. უკანასკნელი ცნობების თანახმად, პარიზული გრანდის სპორტული მრჩეველი - ლუის კამპოსი, "პალმეირასის" მატჩს დაესწრო, რათა ენდრიკის თამაშს დაკვირვებოდა.
ფრანგული და ბრაზილიური მედია საშუალებები აქტიურად წერენ იმის შესახებ, რომ პარიზული გრანდის წარმომადგენლები ენდრიკში მომავალ გაბრიელ ჟესუსს ხედავენ და მზად არიან მის შესაძენად €30 მილიონი გადაიხადონ. თუმცა, ენდრიკი ბრაზილიას 2024 წლამდე ვერ დატოვებს, მანამ სანამ სრულწლოვანი არ გახდება. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ "პალმეირასი" მის სანაცვლოდ €60 მილიონს ითხოვს.
Brazilian jewel Endrick’s camp tells @geglobo: “No proposal has been made by Paris Saint-Germain, they didn’t send €20m bid”. 🚨🇧🇷 #PSG
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) October 25, 2022
“PSG have been in love with Endrick for long time”, they added.
It will be a big, big race with many clubs involved. Release clause: €60m. pic.twitter.com/HhKeKMLbcS
თავდაპირველად, ენდრიკისათვის ბრძოლაში ფავორიტი "ბარსელონა" იყო, თუმცა "პარი სენ-ჟერმენი" ტრანსფერის გასაოფიციალურებლად ყველა ღონეს ხმარობს.