Belive

კილიან მბაპე ნიდერლანდებთან მატჩს გამოტოვებს

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საფრანგეთის ნაკრები ავსტრიას დაუპირისპირდა. შეხვედრა "ლე ბლემ" 1:0 მოიგო და ჯგუფში პირველ 3 ქულა ჩაიწერა. მიუხედავად სასურველი შედეგისა, მატჩი ფრანგებისთვის ცუდად დასრულდა.

88 წუთზე მცველთან შეჯახებისას კილიან მბაპემ ცხვირი გაიტეხა. თავიდანვე ჩანდა, რომ ფრანგების შემტევს მძიმე დაზიანება ჰქონდა. სპორტულ მედიაში იწერებოდა, რომ შესაძლოა კილიანს მომავალი შეხვედრა გამოეტოვებინა. ახლა უკვე ეს ინფორმაცია დადასტურდა და მბაპე ნიდერლანდებთან ვერ ითამაშებს.

ნიდერლანდებისა და საფრანგეთის შეხვედრა 21 ივნისს 23:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები