ფეხბურთელების კონტრაქტები, უცნაური პუნქტებით
მსოფლიო ფეხბურთში მოთამაშეებთან ყოველდღიურად ახალი კონტრაქტები იდება, არსებულ კონტრაქტებში არის პუნქტები, რომელთა შესახებაც ძალიან ცოტამ იცის. BILD-მა გამოაქვეყნა რამდენიმე ფეხბურთელის გუნდთან დადებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოთამაშეს უცნაური ქმედების შეზღუდვა ან გაკეთება მოეთხოვება.
მარიო ბალოტელი 2014 წელს "მილანიდან" "ლივერპულში" გადავიდა, მერსისაიდულმა გუნდმა იტალიელში 20 მილიონი ევრო გადაიხადა, ტრანსფერში ჩადებული იყო პუნქტი, რომ ბალოტელის უნდა გადაეხადა ერთი მილიონი ფუნტის ოდენობის ჯარიმა, თუ ის სამ წითელ ბარათს მიიღებდა არასპორტული ქმედებისთვის.
რობერტო ფირმინო 2015 წელს "ჰოფენჰაიმიდან" "ლივერპულში", 41 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. კონტრაქტი ითვალისწინებდა პუნქტს, რომ ყველა კლუბს შეეძლო მისი ყიდვა, ვინც 98 მილიონს გადაიხდიდა, გარდა "არსენალისა".
ლუის სუარესმა 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ყველასთვის ნაცნობი ქმედება განახორციელა, კონკრეტულად მან ჯორჯო კიელინის მხარზე უკბინა. ტურნირის შემდეგ ის "ლივერპულიდან" "ბარსელონაში" გადავიდა, თუმცა კატალონიურ კლუბს კონტრაქტში პუნქტი ჰქონდა, რომ თუ ურუგვაელი ფეხბურთელი ვინმეს კიდევ ერთხელ უკბენდა, შეიძლებოდა დაუყოვნებლივ გაეშვათ გუნდიდან და დამატებით მოუწევდა ჯარიმის გადახდა.
რობერტ ლევანდოვსკიზე ასეთი საინტერესო პუნქტი იყო, სანამ პოლონელი თავდამსხმელი 2014 წელს "ბაიერნში გადავიდოდა, ამბობდნენ, რომ მისით მადრიდის "რეალიც" იყო დაინტერესებული. "სამეფო კლუბს" გარკვეული პუნქტები ჰქონდა კონტრაქტში, კონკრეტულად მათ ლევანდოვსკის სარისკო სპორტებში მონაწილეობის უფლება აუკრძალეს, როგორებიცაა მოტოციკლის გამოყენება, თხილამურებით სრიალი ან პარაშუტით გადმოხტომა.
რონალდინიო 2011 წელს, "მილანიდან" "ფლამენგოში" გადასვლამდე მან თავის ახალ კლუბს ამ პუნქტის ამოქმედება სთხოვა (და მიიღო), კონკრეტულად რონალდინიოს უნდოდა, რომ კვირაში მინიმუმ ორი საღამო ის გაეთავისუფლებინათ.
სტეფან შვარცი 1999 წელს "ვალენსიიდან" "სანდერლენდში" გადავიდა, ახალმა კლუბმა მას კოსმოსში გამგზავრება აუკრძალა. შვარცი ადრე ოცნებობდა კოსმოსურ მოგზაურებოზე და ამის გამო გულშემატკივრებმა მას "კოსმოსური კაცი" შეარქვეს.
ემანუელ ადებაიორი 2016 წელს ლიონში უნდა გადასულიყო, მისი მოთხოვნები ასეთი იყო: ვილა აუზით და ზღვის ხედით, მზარეულით, ვერტმფრენით და 10 ნომრიანი მაისურით. ტრანსფერი არ შედგა.
მოიზე კინსა და "იუვენტუსს" შორის 2017 წელს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. იტალიელი ფეხბურთელის მამა გახანგრძლივების სანაცვლოდ ტრაქტორებს ითხოვდა. ბოდიში? დიახ მან იმდროინდელ იტალიურ გაზეთ "ტუტოსპორტს" განუცხადა, რომ: "წარსულში მე მოიზეს ხელს ვუშლიდი, რომ ინგლისში წასულიყო, სანაცვლოდ კი ისინი დამპირდნენ, რომ ხელს შემიწყობდნენ კოტ დ'ივუარის სანაპიროზე ბრინჯისა და სიმინდის მოყვანაში".
ჯუზეპე რეინას "არმინიას" კონტრაქტში პუნქტი ჰქონდა ჩასმული, რომელშიც განსაზღვრული იყო, რომ დასრულებული კონტრაქტის ყოველი წლისთვის ის ახალ სახლს მიიღებდა. კონტრაქტში მითითებული არ იყო, თუ რა ტიპის სახლი იქნებოდა ეს, რის გამოც სახლები არ უზრუნველყვეს.
ჟერვინიო 2013 წელს "რომაში" გადავიდა, კარიერის პიკში ის 2015 წელს იყო, როდესაც მისი ღირებულება 18.5 მილიონ ევროს შეადგენდა. იტალიურ კლუბში ყოფნისას ის ასევე აწარმოებდა მოლაპარაკებებს არაბთა გაერთიანებული საამიროების კლუბ, "ალ ჯაზირასთან". მას კლუბისგან ვერტმფრენი, თვითმფრინავის ბილეთები და კერძო პლიაჟი სურდა. ამის შემდეგ ის საბოლოოდ ჩინეთში გადავიდა.
დენის ბერგკამპი როდესაც 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მიდიოდა, ფრენისას ტურბულენტურ ზონაში მოხვდა, ამის შემდეგ მას ფრენის ძალიან ეშინოდა. როდესაც დენისი 1995 წელს "არსენალში" გადავიდა, მის კონტრაქტში პუნქტი შედიოდა, რომ მას არ მოუწევდა ფრენა, ანუ გასვლით თამაშებში მონაწილეობა. ამის გამო ის ზოგიერთ გასვლით შეხვედრაში არ თამაშობდა.