ბალოტელი მუდრიკის ეპიზოდზე: ,,ასეთი პენალტი ჩემთვის რომ არ დაენიშნათ, გავგიჟდებოდი''
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მარიო ბალოტელი მიიჩნევს, რომ იტალიისა და უკრაინის მატჩის მიწურულს, მიხაილო მუდრიკის წაქცევის გამო, ,,სკუადრა აძურას'' კარში თერთმეტმეტრიანი უნდა დანიშნულიყო:
,,ეს უდავოდ პენალტია! კარგია, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ გავედით, მაგრამ, მოდით, ერთ რამეზე დავფიქრდეთ - ყველაფერი პირიქით რომ მომხდარიყო, რა რეაქცია გვექნებოდა?
მიუხედავად იმისა, რომ დონარუმა დარტყმას მაინც მოიგერიებდა, თერთმეტმეტრიანი დასანიშნი იყო, მუდრიკმა კრისტანტეს დაასწრო, მან კი იუხეშა. ჩემთვის ასეთი პენალტი რომ არ დაენიშნათ, გავგიჟდებოდი!'' - მარიო ბალოტელი
ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი ტურის შეხვედრა უკრაინასა და იტალიას შორის ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.
უკრაინელებს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად მხოლოდ მოგება სჭირდებოდათ. მატჩის 93-ე წუთზე მიხაილო მუდრიკი მეტოქე გუნდის საჯარიმოში წაიქცა, თუმცა მსაჯმა თამაშის წესების დარღვევა არ დააფიქსირა.
FOUL OR NOT? 🚨
— MEDIO CLUB ID (@medioclubID) November 21, 2023
Momen yg diperdebatkan di penghujung laga penentuan bagi Ukraina dan Italia malam tadi dimana sang idola @idextratime, Mikhaylo Mudryk diganjal Bryan Cristante.
Pelanggaran atau clear tackle? 🤔https://t.co/dJqrciDnzf