Belive

ბალაკი: ,,ვირცისთვის ბაიერნში გადასვლას აზრი არ ჰქონდა''

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, მიხაელ ბალაკმა, ფლორიან ვირცის ლევერკუზენიდან ლივერპულში გადასვლაზე ისაუბრა:

,,რა თქმა უნდა, ინგლისური კლუბები გიჟურ თანხებს იხდიან, თუმცა ბაიერნიც მზად იყო, ვირცის სანაცვლოდ ლევერკუზენისთვის 100 მილიონი შეეთავაზებინა. რაც შეეხება ვოლტემადეს, ეს სხვა შემთხვევაა - ბაიერნს გარკვეული ბიუჯეტი აქვს, გუნდი ათწლეულებია ცდილობს, ვალები თავიდან აირიდოს და ბიუჯეტი კიდევ უფრო გაზარდოს. სწორედ ამიტომ, მესმის, რატომ არ გადაწყვიტა კლუბმა ვოლტემადეში 55 მილიონზე მეტი არ გადაეხადა. თუმცა, არსებითად სულ სხვა რამ მაწუხებს.

მაგალითად, ვირცზე ვისაუბროთ - ჰქონდა თუ არა აზრი მისთვის და მისი განვითარებისთვის ბაიერნში გადასვლას? რა თქმა უნდა, ის ჩემპიონი გახდებოდა, მაგრამ ითვლება ბუნდესლიგაში თამაში მისთვის გამოწვევად? არა, რადგან ბუნდესლიგას პრემიერლიგამ წლების წინ გადაუსწრო. სწორედ ამიტომ, როგორც წესი, ის საუკეთესო ფეხბურთელებისთვის მიმზიდველი აღარ არის.'' - მიხაელ ბალაკი

გერმანიის ეროვნული ნაკრების შემტევი, ფლორიან ვირცი, რომლის ტრანსფერით მიუნხენის ბაიერნიც ინტერესდებოდა, ლივერპულმა 100 მილიონი ფუნტის (+15 მილიონი ფუნტი ბონუსის სახით) სანაცვლოდ იყიდა.

22 წლის ფეხბურთელმა მერსისაიდელებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სხვა სტატიები