Belive

"ბაიერნს აგრესიულად უნდა შევუტიოთ და დისკომფორტი ვაგრძნობინოთ" - მბაპე

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირი დაბრუნდა - ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში, "პარი სენ-ჟერმენისა" და "ბაიერნის" დაპირისპირება შედგა, რომელიც მასპინძელთა მარცხით, 0:1 დასრულდა.

პარიზულ გრანდს რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდა, რომლის რეალიზებაც ვერ შეძლო - კილიან მბაპეს კი თამაშგარე მდგომარეობის გამო 2 გოლი არ ჩაუთვალეს.

მატჩის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში მბაპემ მარცხით გამოწვეული იმედგაცრუება ვერ დამალა და მომდევნო დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

"აუცილებელია, რომ თავს ყველა ჯანმრთელად გრძნობდეს. კარგად უნდა გამოიძინონ და კარგად იკვებონ. იქ (მიუნხენი) რაღაცის გაკეთება შეგვიძლია. თუ უფრო აგრესიულად შევუტევთ, "ბაიერნი" თავს არაკომფორტულად იგრძნობს. დღევანდელი მარცხი სწრაფად უნდა დავივიწყოთ და მომდევნო მატჩისთვის მოვემზადოთ", - კილიან მბაპე.

შეგახსენებთ, "პარი სენ-ჟერმენისა" და "ბაიერნის" საპასუხო მატჩი 8 მარტს, 23:55 საათზე, მიუნხენში გაიმართება.

სხვა სტატიები