Belive

ნასერ ალ-ხელაიფმა მბაპეს ტრანსფერის თაობაზე ჟურნალისტს საინტერესო პასუხი გასცა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

50 წლის კატარელმა ბიზნესმენმა და "პსჟ"-ს მფლობელმა - ნასერ ალ-ხელაიფმა, კილიან მბაპეს კლუბის სავარაუდო დატოვებაზე ჟურნალისტს საინტერესო პასუხი გასცა.

ხელაიფმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კილიან მბაპეს თაობაზე, იგი საერთოდ არ ნერვიულობს, რადგან დარწმუნებულია რომ კილიანი კლუბს არ დატოვებს.

"მე ამ კლუბში მაქვს არაერთი გეგმა, ყველა მათგანი კილიანთან ერთად და არა მის გარეშე.

დეტალებში არ შევალ, ერთადერთი რაც ამ თემის ირგვლივ შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ მბაპეს შესახებ საერთოდ არ ვნერვიულობ და დაძაბულიც არ ვარ...

ის კლუბში დარჩება, მასთან ამ თემაზე არაერთხელ ვისაუბრე და დარწმუნებულები ვართ, რომ კილიანი ჩვენი გუნდის წევრი კიდევ დიდი ხანი იქნება..." - ნასერ ალ-ხელაიფი

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მსოფლიო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კილიან მბაპემ "რეალთან" შეთანხმებას მიაღწია და ზაფხულიდან იგი "სამეფო კლუბში" გადავიდოდა, თუმცა მეორე დღეს კილიან მბაპეს აგენტმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ მბაპე არსად წასვლას არ აპირებდა.

სხვა სტატიები