ბაიერნს 4 ტრავმირებული მეკარე ჰყავს, მიუნხენელების კარს U19-ის სათადარიგო მეკარე დაიცავს
მიუნხენის ბაიერნს ოთხივე მეკარე ტრავმირებული ჰყავს, მანუელ ნოიერს წვივის კუნთის ტრავმა აქვს, იონას ურბიგს ტვინის შერყევა, ლეონ კლანაკს ბარძაყის კუნთის ტრავმა, ხოლო სვენ ულრაიხმა ბუნდესლიგის გასული ტურის შეხვედრაში, ლევერკუზენის წინააღმდეგ კუნთის ტრავმა მიიღო და მომდევნო მატჩში ისიც ვერ დაეხმარება თავის გუნდს.
გერმანული კლუბი წარმოუდგენელ მდგომარეობაშია, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, ატალანტას წინააღმდეგ, ბაიერნის ძირითადი შემადგენლობის მეკარე 19-წლამდელთა გუნდის სათადარიგოდან 16 წლის ლეონარდ პრესკოტი იქნება, რადგან ასაკობრივი გუნდის მთავარი მეკარე (ლეონ კლანაკი) როგორც უკვე აღვნიშნეთ დაშავებულია.
🚨🚨𝗟𝗘𝗦 𝟰 𝗚𝗔𝗥𝗗𝗜𝗘𝗡𝗦 𝗗𝗨 𝗕𝗔𝗬𝗘𝗥𝗡 𝗠𝗨𝗡𝗜𝗖𝗛 𝗦𝗢𝗡𝗧 𝗙𝗢𝗥𝗙𝗔𝗜𝗧𝗦 ! 🤕😱🧤
— Instant Foot ⚽️ (@lnstantFoot) March 15, 2026
Jonas Urbig, Manuel Neuer, Sven Ulreich, Leon Klanac sont blessés.
Le club allemand va devoir faire appel à : Leonard Prescott et Jannis Bartl, deux gardiens qui n’ont jamais… pic.twitter.com/rO4qn2gHXk
ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩს 18 მარტს, 23:55 საათზე ატალანტას წინააღმდეგ გამართავს. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა გერმანელების სასარგებლოდ 6:1 დასრულდა.