Belive

"ბაიერნისთვის უსამართლობა იქნება" - მბაპე ოლისეს ტრანსფერზე

6 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის რეალმა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შვიდი ფეხბურთელი დაიმატა. "სამეფო კლუბი", დიდი ხნის განმავლობაში, მიუნხენის ბაიერნის ფრანგი შემტევით, მაიკლ ოლისეთიც იყო დაინტერესებული. კილიან მბაპე, ამ სატრანსფერო საგას საფრანგეთის ნაკრების შეკრებაზე ყოფნის დროსაც აკვირდებოდა. პსჟ-ში თამაშის პერიოდში, თავად მასაც ჰქონდა მსგავსი ინტენსიური სატრანსფერო სპეკულაციების გამოცდილება. ამიტომაც, რეალის ვარსკვლავს, კარგად ესმის, რა წნეხთანაცაა დაკავშირებული ასეთი მასშტაბის ტრანსფერები.

Sport Bild-თან საუბრისას, მბაპემ თანამემამულის გარშემო არსებულ მუდმივ სატრანსფერო ჭორებზე ისაუბრა. მან საკუთარი გამოცდილებაც გაიხსენა და ნათლად მიანიშნა, რომ ესპანური გრანდისთვის, ამ საკითხთან დაკავშირებით, შუამავლის როლს არ შეასრულებს.

გავიგე ეს სპეკულაციები. თუმცა ეს სიტუაცია თავადაც ძალიან კარგად ვიცი. როდესაც პსჟ-ში ვთამაშობდი, ჩემ გარშემოც უამრავი ჭორი ვრცელდებოდა. ვფიქრობ, ფეხბურთელისთვის რჩევა, რომ კლუბი შეიცვალოს, უპატივცემულობაა. ეს, ბაიერნისთვის, უსამართლო იქნებოდა. განსაკუთრებით იმის გათვალიწინებით, თუ რა დონის კლუბიცაა. მაიკლს, "რეკორდმაისტერში", ბევრი რამის მიღწევა შეუძლია. მაგრამ ერთი რამ ცხადია - მსოფლიოს ნებისმიერ კლუბს სურს მაიკლ ოლისეს ყოლა. ის გამორჩეული ფეხბურთელია. - კილიან მბაპე

ამ ეტაპზე, ოლისე, სრულად ბაიერნზეა კონცენტრირებული. ფრანგი გარემარბი, გერმანიაში, უმაღლეს დონეზე თამაშს აგრძელებს. ბაიერნი კი კვლავ ტიტულების მოსაგებად იბრძვის. ამასობაში, მოურინიოს მთავარი ამოცანა, მადრიდელთა ვარსკვლავური შემადგენლობის მაქსიმალურად გამოყენებაა. შვიდი ახალწვეულის ერთიან და დაბალანსებულ გუნდად ჩამოყალიბება საბოლოოდ განსაზღვრავს რეალის შედეგებს როგორც შიდა, ასევე სხვა ტურნირებზეც.

სხვა სტატიები