Belive

ბაიერნმა მანეს გაშვება გადაწყვიტა - რეკორდმაისტერი შემოთავაზებებს ელოდება

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის "ბაიერნის" მესვეურები 31 წლის სენეგალელი ფეხბურთელის თამაშით უკმაყოფილოები არიან და მზად არიან, რომ სადიო მანე გუნდიდან გაუშვან.

მანემ მოედნის მიღმაც მიიპყრო არასასურველი ყურადღება, თანაგუნდელ ლეროი სანესთან ფიზიკური შეხლა-შემოხლის შემდეგ, რის შედეგადაც მას დისკვალიფიკაცია და ჯარიმა დაეკისრა.

გერმანული წყაროების ცნობით, "ბაიერნის" ახალ მწვრთნელს - ტომას ტუხელს, სადიო მანესთან თანამშრომლობა არ მოსწონს და მზად არის რომ ზაფხულში 31 წლის სენეგალელი ფეხბურთელი კლუბიდან გაუშვას.

"რეკორდმაისტერი" დიდი ხანია გეგმავს ახალი ცენტრალური თავდამსხმელის შეძენას. გერმანელები დაინტერესებულები არიან "ტოტენჰემის" ლეგენდარული ფეხბურთელის - ჰარი კეინისა და ფრანკფურტის "აინტრახტის" ფორვარდის - რენდალ კოლო მუანის შეძენით. სწორედ ამიტომ ტუხელს სურს, რომ სადიო მანე გაყიდოს და აღებული თანხით კლუბში ახალი ცენტრფორვარდი მოიყვანოს.

მანეს მიმართ ინტერესს პრემიერ ლიგის კლუბები იჩენენ, სადაც სენეგალელმა ფეხბურთელმა 111 გოლი გაიტანა და 47 საგოლე გადაცემა შეასრულა. იგი "ლივერპულსა" და "საუთჰემპტონში" თამაშობდა.

სხვა სტატიები