Belive

ტუხელი სტანისიჩის გატანილ გოლზე: "ინგლისში ასეთი რამ არ მოხდებოდა"

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ბუნდესლიგის 21-ე ტურში ჩემპიონატის ლიდერმა, ლევერკუზენის "ბაიერმა" საკუთარ მოედანზე მიუნხენის "ბაიერნი" 3:0 დაამარცხა და რეკორდმაისტერს უკვე 5 ქულით უსწრებს. ხაბი ალონსოს გუნდი მიმდინარე სეზონში წაუგებელია და ბაიერნის განადგურებით საჩემპიონო ამბიციები კიდევ უფრო მეტად გამოაჩინა. ბავარიელების მარცხის სულის ჩამდგმელი იოსიპ სტანისიჩი იყო, მან პირველი გოლი მატჩის მე-18 წუთზე გაიტანა. სტანისიჩი 2021 წლიდან მიუნხენის ბაიერნის საკუთრებაა, ის 2023 წლიდან იჯარის წესით შეუერთდა ლევერკუზენს. რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა ამ ფაქტთან დაკავშირებით საკუთარი აზრი დააფიქსირა:

ინგლისში მშვენიერი წესია, როცა მოთამაშეს იჯარით უშვებ, ის შენს წინააღმდეგ შეხვედრას გამოტოვებს. ჩემთვის ეს უფრო ლოგიკურია. კარიერაში ხშირად მქონია შემთხვევა, როცა ფეხბურთელი ისევ უბრუნდება კლუბს. სამწუხაროდ, ეს წესი გერმანიაში არ მოქმედებს და ამის გამო დავისაჯეთ კიდეც. მე ვნახე სტანი და მივულოცე კიდეც გატანილი გოლი, სულ ეს არის რისი თქმაც შემიძლია - განაცხადა ტომას ტუხელმა

იოსიპ სტანისიჩს ბაიერნის შემადგენლობაში 28 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 1 გოლი აქვს გატანილი. 2023 წლის 20 აგვისტოს ის 1-წლიანი იჯარით ლევერკუზენს შეუერთდა, წინა ტურში ჩატარებულ მატჩში კი პირველი გოლი ახალი გუნდის მაისურით სწორედ მიუნხენელებს გაუტანა, იმ გუნდს, რომელსაც რეალურად ფეხბურთელი ეკუთვნის.

სხვა სტატიები