Belive

ბაიერნმა კიმ მინ-ჯესთან შეთანხმებას მიაღწია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბაიერნმა" "ნაპოლის" მცველ კიმ მინ-ჯესთან შეთანხმებას მიაღწია. როგორც კლუბთან დაახლოებული პირები ამბობენ, კორეელმა ფეხბურთელმა "რეკორდმაისტერთან" პერსონალური პირობები უკვე შეათანხმა და მალე 5-წლიან კონტრაქტსაც მოაწერს ხელს.

აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერი" 26 წლის კიმის დამატებას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა, "წითელი ეშმაკების" მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვინაიდან, კიმის ტრანსფერი ჯერ არ გაოფიციალურებულა, ინგლისური კლუბი კორეელი მცველის შეძენას მაინც შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ წელს კიმ მინ-ჯემ "ნაპოლისთან" ერთად სკუდეტო მოიგო.

სხვა სტატიები