ბაიერნმა გრანადას ვინგერი შეიძინა
მიუნხენის "ბაიერნმა" 22 წლის ვინგერი - ბრაიან სარაგოსა მარტინესი შეიძინა. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, "რეკორდმაისტერმა" ახალგაზრდა შემტევი 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სარაგოსამ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და ტესტების წარმატებით გავლის შემდეგ, 4 წლიან კონტრაქტსაც მოაწერა ხელი. მიმდინარე სეზონის ბოლომდე, სარაგოსა "გრანადაში" დარჩება, 2024/25 წლების სეზონის წინ კი "ბაიერნს" შეუერთდება და ტიტულოვანი გრანდის ღირსებას 2028 წლის ივნისამდე დაიცავს.
ბრაიან სარაგოსა მარტინესი "გრანადას" აკადემიის აღზრდილია. ახალგაზრდა ტალანტმა ძირითადი გუნდის მაისური 2021 წელს მოირგო და მას შემდეგ ჩატარებულ 43 მატჩში 10 გოლის გატანა შეძლო. სარაგოსასთვის განსაკუთრებით ნაყოფიერი მიმდინარე სეზონია, სადაც 14 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.