Belive

ბაიერნის მთავარი სატრანსფერო სამიზნე კაილ უოკერი იქნება

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კაილი უოკერი მიუნხენის "ბაიერნს" უახლოვდება. ინგლისელ მცველს ახალი გამოწვევები სურს. ტრანსფერის თაობაზე ჯერჯერობით მხარეებს შორის გარიგება არ შემდგარა, თუმცა, ძალიან დიდია იმის შანსი, რომ კაილმა გუნდი მიმდინარე ზაფხულში დატოვოს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციის თანახმად, ბავარიული კლუბი უოკერით სერიზულად ინტერესდება. გერმანელები ჟოაუ კანსელუს წასვლის შემდეგ, ახალ მარჯვენა მცველს ეძებენ. როგორც ზემოთ ვახსენე, მხარეებს შორის შეთანხმება არ შემდგარა, თუმცა, არაფორმალური შეხვედრები უკვე გაიმართა.

წელს კაილ უოკერს "მანჩესტერ სიტისთან" ერთად არაჩვეულებრივი სეზონი ჰქონდა. გუნდმა ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო. გარდა ამისა, "ქალაქელები" სამივე შესაძლო ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ და "მანჩესტერ იუნაიტედის" შემდეგ, პირველი გუნდი გახდნენ, რომლებმაც ტრებლის მოგება შეძლეს.

უოკერმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე "სიტის" მაისური 39-ჯერ მოირგო და მხოლოდ 1 საგოლე გადაცემას გაკეთბა შეძლო.

სხვა სტატიები