Belive

ბაიერნის დირექტორი: ,,იმედია, კიმის ტრანსფერს უახლოეს დღეებში დავადასტურებთ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის ,,ბაიერნის'' აღმასრულებელმა დირექტორმა, იან-კრისტიან დრიზენმა, ,,ნაპოლის'' მცველის, კიმ მინ-ჯეს შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა:

,,კიმი საოცარი ფეხბურთელია. ჩვენ გვინდა, რომ ის შემოგვიერთდეს, თუმცა ჯერ ვერაფერს ვაცხადებთ. იმედი მაქვს, ეს უახლოეს დღეებში მოხდება.

ვფიქრობ, ეს სულ რამდენიმე დღის საკითხია. მალე კიმს ,,ბაიერნის'' ფეხბურთელად წარადგენენ,'' - განაცხადა დრიზენმა.

იტალიური მედიის ცნობით, ,,ბაიერნი'' კიმის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს გადაიხდის.

სამხრე კორეელმა მცველმა გასულ სეზონში ,,ნაპოლის'' მაისურით ჩატარებულ 45 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები