ბაიერნის ახალწვეული ვარჯიშზე დაშავდა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეული - საშა ბოეი ტრავმირებულია და მოედანზე გასვლას რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, ბოეიმ, რომელმაც "რეკორდმაისტერის" მაისური მხოლოდ 2 მატჩში მოირგო, ვარჯიშზე კუნთი დაიზიანა.
ჩატარებული სამედიცინო კვლევების შედეგად, ბოეის ტრავმის სიმძიმე დადგინდა და სარეაბილიტაციო პერიოდი განისაზღვრა, რომელიც 3-4 კვირა გაგრძელდება.
შეგახსენებთ, ბოეი "ბაიერნს" იანვარში, €30 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა. 23 წლის ფლანგის მცველის დებიუტი კი 3 თებერვალს, "გლადბახის" წინააღმდეგ შედგა.