ბაიერნი და ტოტენჰემი დაიერის ტრანსფერზე შეთანხმდნენ
მიუნხენის "ბაიერნი" და "ტოტენჰემი" ერიკ დაიერის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას, ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი - ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, ბუნდესლიგის გრანდსა და "სპურსს" შორის ყველა დეტალი შეთანხმებულია და დაიერი უკვე მიუნხენში იმყოფება, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს.
29 წლის ცენტრალური მცველი "სპურსის" ღირსებას 2014 წლიდან იცავს და ამ დროის განმავლობაში პრემიერ ლიგის 274 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 12 გოლის გატანა შეძლო.
🚨🔴 Bayern are set to sign Eric Dier from Spurs on permanent deal, agreement being sealed — as revealed by @Plettigoal.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) January 11, 2024
Dier, already in Munich to complete the medical tests today. “It’s an amazing club”, he told SkyDE.
Tuchel will have his new centre back. pic.twitter.com/K8546G62co