ბაიერნი და ალ ნასრი მანეს თაობაზე შეთანხმდნენ
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ალ ნასრი" და მიუნხენის "ბაიერნი" სადიო მანეს ტრანსფერის თაობაზე, სიტყვიერად შეთანხმდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას, ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, ორ კლუბს შორის ინტენსიური მოლაპარაკებები გუშინ გაიმართა, რის შემდეგაც "რეკორდმაისტერმა" არაბული კლუბის შეთავაზება მიიღო.
წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებების შემდეგ, სადიო მანეს სამედიცინო შემოწმება ჩაინიშნა და მისი გავლის შემთხვევაში, კონტრაქტს ოფიციალურად მოეწერება ხელი.