Belive

ბადრი კვარაცხელია: "ხვიჩა უკვე მშვიდადაა და მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობს"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მისმა მამამ, ბადრი კვარაცხელიამ იტალიურ მედია-საშუალება Il Mattino-სთან ისაუბრა. 

"ყველაზე ბედნიერი მამა ვარ მთელ საქართველოში. ხვიჩას შესახებ ახლა მთელს მსოფლიოში საუბრობენ.

დღეს ხვიჩა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი პიროვნება მთელს საქართველოში. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ახლა საქართველოში ყველა "ნაპოლის" გულშემატკივრობს და ყველამ ზეპირად იცის ნეაპოლური გუნდის მატჩების კალენდარი. საქართველოში ყველას უყვარდა და უყვარს მარადონა, ამიტომ ჩემი შვილის მიერ მისი გუნდის მაისურის ჩაცმა და მისი სახელობის სტადიონზე თამაში ყველასთვის საოცრებაა. ჩვენთვის ამ გუნდის მაისურზე ხვიჩას გვარის ნახვა სიამაყე იყო.

ქურდობა წარსულს ჩაბარდა. ახლა ხვიჩა მშვიდადაა, მოედანზეა კონცენტრირებული და მხოლოდ "ნაპოლიში" თამაშზე ფიქრობს", - თქვა ბადრი კვარაცხელიამ.

მსოფლიო ფეხბურთის ქართველი 21 წლის ამომავალ ვარსკვლავს 2022/23 წლების სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე 17 შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი, 8 საგოლე პასი გაკეთებული და 4 პენალტი მოპოვებული.

სხვა სტატიები