Belive

ბადრი კვარაცხელია | ხვიჩა რუბინს აუცილებლად დატოვებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერთან დაკავშირებით სპეკულაციები არ ცხრება. რუსული გამოცემების მტკიცებით, კვარაცხელიას არაერთი მსურველი ჰყავს, თუმცა განსაკუთრებულ ინტერესს "ლიდსი" იჩენს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელია რუბინს ზაფხულში დატოვებს. soccer.ru-სთან საუბარში, ხვიჩა კვარაცხელიას მამამ საინტერესო კომენტარი გააკეთა. ბადრი კვარაცხელიას მტკიცებით, ამ ზაფხულს ხვიჩა "რუბინს" აუცილებლად დატოვებს.
"100%-ით დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ხვიჩა "რუბინს" ამ ზაფხულს დატოვებს. არ შემიძლია იმის თქმა, თუ რომელ კლუბში გადავა. ხვიჩას მიმართ დაინტერესებას უამრავი კლუბი იჩენს - დაისვენებს და თავად გადაწყვეტს სად ურჩევნია თამაში. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩემი შვილი რუსეთში არ დარჩება", - აღნიშნა ბადრი კვარაცხელიამ. 
სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელიას მსურველთა შორის "ლიდსი" დომინირებს. პრემიერ ლიგის კლუბის სპორტულმა დირექტორმა და საკულტო ფიგურამ - ვიქტორ ორტამ, ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე წამოიწყო. ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ, "ლიდსის" მესვეურები მზად არიან £26 მილიონი გადაიხადონ.

სხვა სტატიები