Belive

აზერბაიჯანული ფეხბურთის ისტორიაში პირველად - ყარაბაღმა ისტორია დაწერა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, აზერბაიჯანულმა ყარაბაღმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - მათ ბენფიკა სტუმრად 2:0-დან 2:3 დაამარცხეს.

მათ აზერბაიჯანული ფეხბურთის უდიდესი ისტორია დაწერეს - კერძოდ, ყარაბაღი გახდა პირველი აზერბაიჯანული გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვება მოიპოვა, მათ აქამდე მხოლოდ საკვალიფიკაციო ეტაპებსა და პლეი-ოფებში ჰქონდათ თამაშები მოგებული.

შეგახსენებთ, რომ ყარაბაღი ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიაში მეორედ გავიდა, მათ ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე პირველად 2017/2018 წლების სეზონში იასპარეზეს.

მიმდინარე სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე ყარაბაღი შემდეგ კლუბებს დაუპირისპირდება: კოპენჰაგენი; ბილბაო; ჩელსი; ნაპოლი; აიაქსი; აინტრახტი და ლივერპული.

სხვა სტატიები