Belive

მარტინ ოდეგორი ინგლისთან მატჩზე: "ბრაზილიასთანაც აუტსაიდერებად მიგვიჩნევდნენ"

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნორვეგიის ნაკრების კაპიტანმა, მარტინ ოდეგორმა, განაცხადა, რომ გუნდი, მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში, ინგლისთან სათამაშოდ და საკუთარი შესაძლებლობების კიდევ ერთხელ დასამტკიცებლად მზადაა.

"ვიკინგებმა" 1/8 ფინალში, ერლინგ ჰოლანდის დუბლის წყალობით, ბრაზილია 2:1 დაამარცხეს და ისტორიაში პირველად მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალის საგზური. აქ კი მათ ინგლისი ელით, რომელმაც თავად, მექსიკის ბარიერი წარმატებით გაიარა.

მარტინ ოდეგორმა, მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ცხადია, ჩვენ ვიცით თუ რა დონის გუნდის წინააღმდეგ გვიწევს თამაში. ინგლისელ ფეხბურთელებს ძალიან კარგად ვიცნობ. ისინი გამორჩეული, მსოფლიო დონის მოთამაშეები არიან და ამ მომენტისთვის, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრების ღირსებას იცავენ. ეს ჩვენთვის ძალიან სერიოზული გამოცდა იქნება.

მაგრამ იგივეს ამბობდნენ ბრაზილიაზეც. მათ წინააღმდეგ აუტსაიდერად მიგვიჩნევდნენ, მაგრამ ჩვენ შევძელით იმ თამაშის მოგება. ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამ თამაშის მიმართაც დიდი მოლოდინები გვაქვს. კარგად უნდა მოვემზადოთ და ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ. მეტოქე ისე უნდა შევისწავლოთ, როგორც ამას ყოველ ჯერზე ვაკეთებთ ხოლმე და ჩვენი ძალების გვჯეროდეს. - მარტინ ოდეგორი

ნორვეგიის ნაკრები, ფლორიდაში სამშაბათს ჩავიდა, სადაც მეორე დღეს, "ინტერ მაიამის" ბაზაზეც ივარჯიშა. ინგლისი კი ამ ეტაპზე, კანზას სიტიში რჩება და იქ აგრძელებს ფიზიკურ მომზადებას.

ნორვეგიისა და ინგლისის დაპირისპირება, 12 ივლისს, მაიამიში გაიმართება.

სხვა სტატიები