აურელიო დე ლაურენტისმა ნაპოლის ფეხბურთელები შეკრებიდან გაუშვა
11 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ნაპოლის" პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, გუნდის ფეხბურთელები შეკრებიდან რამდენიმე საათით გაათავისუფლა და მათ ოჯახებთან ერთად ყოფნის შესაძლებლობა მისცა.
კონკრეტულად, საქმე ისაა, რომ გუნდში არსებული შედეგების გათვალისწინებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გუნდი ბაზაზე შეიკრიბა და "სალერნიტანასთან" სამხრეთული დერბისთვის მოსამზადებელ პერიოდს, ფეხბურთელები მთელი დღეების განმავლობაში ერთად გადიან.
ამჯერად, დე ლაურენტისმა ფეხბურთელებს მცირე თავისუფალი დრო მისცა და ბაზის დატოვების ნება დართო.
როგორც ნეაპოლური მედია საშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, ფეხბურთელებმა ბაზა ტაქსით დატოვეს და რამდენიმე საათში კვლავ შეიკრიბებიან, რათა სალერნოელებთან მატჩისთვის მოემზადონ.
"ნაპოლისა" და "სალერნიტანას" მატჩი 13 იანვარს გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება.