Belive

დე ლაურენტისი: "ვიქტორ ოსიმენის წასვლის ერთადერთი ვარიანტი პსჟ-ში გადასვლაა"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის" პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას პარტნიორის, ვიქტორ ოსიმენის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. იტალიელი მენეჯერის თქმით, ნიგერიელი ფეხბურთელის გუნდიდან წასვლის ერთადერთი ვარიანტი მისი "პარი სენ-ჟერმენში" გადაბარგებაა.

"ერთადერთი კლუბი, რომელსაც ვიქტორ ოსიმენის შეძენა შეუძლია, "პარი სენ-ჟერმენია". თუ ნასერ ალ ხელაიფის სურს 200 მილიონი ევროს წინადადების გამოგზავნა, ჩვენ ველოდებით და ვნახავთ რა მოხდება", - თქვა "ნაპოლის" პრეზიდენტმა.

24 წლის ცენტრალურმა თავდამსხმელმა 2022/23 წლების სეზონში, “ნაპოლის” შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 39 შეხვედრაში 31 გოლის გატანა და 5 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. ის იტალიის სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

სხვა სტატიები