Belive

ნაპოლიმ 2 მცველის ტრანსფერი შეათანხმა - ერთ-ერთი რეალის საკუთრებაა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლი'' ზაფხულში 2 ცენტრალური მცველით გაძლიერდება. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ,,პარტენოპეიმ'' მადრიდის ,,რეალთან'' რაფა მარინის ტრანსფერი შეათანხმა. 22 წლის მცველის სანაცვლოდ, რომელიც გასულ სეზონში იჯარით ,,ალავესში'' თამაშობდა, ,,სამეფო კლუბი'' 10 მილიონ ევრომდე მიიღებს. ესპანელი სამედიცინო შემოწმებას წინასასეზონო ვარჯიშის დაწყებამდე გაივლის.

გარდა ამისა, ნეაპოლელები ,,ტორინოდან'' ალესანდრო ბონჯორნოს იყიდიან. გუნდებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, თუმცა ფეხბურთელთან კონტრაქტის დეტალებზე მოლაპარაკებები ისევ მიმდინარეობს.

,,ნაპოლიმ'' სერია A-ს გასული სეზონი 53 ქულით მე-10 პოზიციაზე დაასრულა, შედეგად, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ევროტურნირების გარეშე დარჩა.

სხვა სტატიები