Belive

ატლეტიკომ არსენალის წინააღმდეგ ოფიციალური საჩივარი შეიტანა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

არსენალი და ატლეტიკო მადრიდი სამშაბათს საღამოს, 'ემირეიტ სტედიუმზე' ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩს ჩაატარებენ.

როგორც უეფა-ს მატჩების რეგლამენტი მოითხოვს, სტუმრებმა მომავალი მატჩის წინა დღეს ემირეიტზე ივარჯიშეს, თუმცა გვიან ღამით სესიის დასრულების შემდეგ, ატლეტიკო არსენალს UEFA-ში უჩივის.

ინგლისურ წვიმიან და ქარიან ამინდში ვარჯიშის დროს, ლა ლიგის წარმომადგენლები გააღიზიანა იმან, რომ სტადიონზე ცხელი წყალი არ იყო.

ესპანური საინფორმაციო გამოცემა Marca-ს ცნობით, ატლეტიკომ პრობლემის შესახებ არსენალს მოედანზე გასვლამდე 15 წუთით ადრე შეატყობინა. ცხელი წყალი არცერთ გასახდელს არ მიეწოდებოდა, მეთოფეებმა კი პრობლემა ატლეტიკოს ვარჯიშის დასრულებიდან 40 წუთში მოაგვარეს.

მიკელ არტეტა სხვადასხვა ხრიკების გამოყენებითაა ცნობილი, თუმცა, როგორც ჩანს, ეს პრობლემა ნამდვილად დაუგეგმავი იყო. არსენალმა ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ ასეთი პრობლემა მათ სტადიონზე აქამდე არასდროს ყოფილა.

სხვა სტატიები