ატლასის ფეხბურთელი: ,,მატჩის შემდეგ მესიმ ბოდიში მომიხადა და მაისური მაჩუქა''
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მექსიკური ატლასის თავდამსხმელს, მატიას კოკაროს, ინტერ მაიამისთან წაგების შემდეგ, ჰკითხეს ლეო მესიზე, რომელმაც გამარჯვების გოლი დემონსტრაციულად სწორედ მის წინაშე აღნიშნა:
,,როცა ანგარიში გავათანაბრეთ, თანაგუნდელებს კიდევ ერთი გოლის გატანისკენ მოვუწოდე, მაგრამ მესიმ ეს არასწორად გაიგო. შემდეგ კი ლეომ გამარჯვების გოლი ჩემ თვალწინ იზეიმა.
თუმცა, მატჩის დასრულებისთანავე, ჩემთან მოვიდა და მომიბოდიშა. ეს მასზე, როგორც პიროვნებაზე, ბევრს მეტყველებს. მან ყველაფერი მოიგო, 38 წლის ასაკშიც კი იდეალურ ფორმაშია და გამარჯვება კვლავ სურს. მის წინააღმდეგ ვერაფერს ვიტყვი, ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია.
თამაშის შემდეგ ერთმანეთს გადავეხვიეთ, ვუთხარი, რომ ყოველთვის მოგება მინდა, მან კი მაისური მაჩუქა.'' - მატიას კოკარო
ინტერ მაიამიმ ატლასი 2:1 დაამარცხა. მატჩში მესიმ 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
CONTEXT : 👇pic.twitter.com/3QxAuXdwYP
— 𝐂𝐀 𝐕𝐀?🐐🐐 (@psg_chief) July 31, 2025