Belive

ატალანტასთან მატჩში ლუკა ლოჩოშვილი კრემონეზეს ძირითად შემადგენლობაშია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს 28-ე ტურში ,,კრემონეზე” ,,ატალანტას” უმასპინძლებს. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.

მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაშია ქართველი მცველი, ლუკა ლოჩოშვილი, რომელიც იტალიის ჩემპიონატში მე-17 შეხვედრას ჩაატარებს.

ლუკამ ,,კრემონეზეს'' ძირითადში ბოლოს 9 იანვარს, ,,ვერონასთან'' მატჩში ითამაშა.

კრემონეზეს სასტარტო თერთმეტეული:

კარნესეკი, ლოჩოშვილი, ვალერი, აივუ, პიკელი, ბიანკეტი, კასტანეტი, ბენასი, მეიტე, ჩიოფანი, ცაჯუ.

27 ტურის შემდეგ, ,,კრემონეზე” 13 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო, მე-20 პოზიციაზეა.

სხვა სტატიები