Belive

მეორე ქართველი კრემონეზეს მთავარ გუნდში

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ქართველი ახალგაზრდა ცენტრალური ნახევარმცველი დაჩი ლორთქიფანიძე მომდევნო სეზონიდან სერია B-ში დაქვეითებულ "კრემონეზეს" მთავარ გუნდში იასპარეზებს.

19 წლის ფეხბურთელი "კრემონეზეს" აკადემიის აღზრდილია და ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა, მომდევნო სეზონიდან კი უკვე მთავარი გუნდის რიგებში ჩაირიცხება და ლუკა ლოჩოშვილთან ერთად იასპარეზებს. ყველა ტურნირის ეგიდით ახალგაზრდულ გუნდებში დაჩის 73 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც 10 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ქართველი ფეხბურთელის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 100 000 ევროა.

დაჩი ლორთქიფანიძეს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია (U16, U17, U18, U19, U21).

სხვა სტატიები