Belive

რა შეფასება დაიმსახურა ლუკა ლოჩოშვილმა ჩიტადელასთან მატჩში?

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის თასის 1/16-ფინალში ,,კრემონეზემ'' ,,ჩიტადელას'' უმასპინძლა და დამატებით დროში 2:1 დაამარცხა.

,,კრემონეზეს'' ძირითად შემადგენლობაში მოედანზე 120 წუთი გაატარა საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა.

25 წლის ფეხბურთელმა Sofascore.com-ისგან 7.7-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რითაც საკუთარ გუნდში მხოლოდ დანიელ ჩიოფანის (7.9) ჩამორჩა.

ლუკა ბურთს სულ 113-ჯერ შეეხო, კარისკენ სამჯერ დაარტყა (ერთხელ კარში), 16-დან 12 დუელი (7-დან 7 საჰაერო) მოიგო და 99-დან 88 სწორი გადაცემა გააკეთა (89%).

დღევანდელი გამარჯვებით ,,კრემონეზე'' კოპა იტალიას მერვედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ,,რომა'' იქნება.

სხვა სტატიები