Belive

კარიუსს ბაიერნში გადასვლა სურს | შალკეს შესაძლოა მეკარის გაყიდვა მოუწიოს

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლორის კარიუსი მიუნხენის ბაიერნისთვის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილება. გერმანულ გრანდს მომავალი სეზონიდან, იონას ურბისგისთვის, გამოცდილი მეკარის დამატება სურს, ხოლო 33 წლის გერმანელი კიპერი ამ შეთავაზებით დაინტერესებულია. Sport Bild-ის ინფორმაციით, მიუნხენში გადასვლა კარიუსს ოჯახთანაც დაახლოებს, რადგან მისი მეუღლე და შვილები მილანში ცხოვრობენ.

ბაიერნი მანუელ ნოიერის შესაძლო წასვლისთვისაც ემზადება და ურბიგს ძირითად მეკარედ განიხილავს. კარიუსის გარდა, კანდიდატთა სიაში სხვა გამოცდილი მეკარეებიც შედიან. ოლივერ ბაუმანი, ბერნდ ლენო, ფინ დამენი, მარვინ შვეფე. ეს იმ მეკარეთა სიაა, რომლებსაც ბაიერნი აკვირდება.

კარიუსს შალკესთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, ამიტომ მის სანაცვლოდ მიუნხელებს საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდა მოუწევთ. მაგრამ ამის ფონზე, შალკეს მძიმე ფინანსური მდგომარეობა შესაძლოა ტრანსფერის ხელშემწყობი ფაქტორი გახდეს. Sport Bild-ის ცნობით, შალკე კვლავ აქვს ფინანსური პრობლემები. შესაბამისად, ბაიერნის მხრიდან, კარიუსის სანაცვლოდ სოლიდური თანხის შეთავაზების შემთხვევაში, გელზენკიხენურ კლუბს შესაძლოა მეკარის გაყიდვა მოუწიოს.