ასტონ ვილასთან მატჩამდე ლეგიას ფანები პოლიციას დაუპირისპირდნენ
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კონფერენს ლიგის მე-5 ტურში "ასტონ ვილასა" და "ლეგიას" მატჩი გაიმართა. შეხვედრა ინგლისში შედგა და მასპინძლებმა 2:1 მოიგეს. E ჯგუფში ინგლისური და პოლონური კლუბები პირველ-მეორე ადგილს იკავებენ.
მატჩის დაწყებამდე "ლეგიას" ფანები ადგილობრივ პოლიციას დაუპირისპირდნენ და ქუჩებში დიდი არეულობა გამოიწვიეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეტაკების დროს სამი სამართალდამცავიც დაშავდა.
🚨Legia Warsaw fans injure three police officers in ugly scenes at Villa Park as Polish supporters are held outside Aston Villa's ground ahead of Europa Conference League clash❌❌
— Futbol Centa (@futbolcenta) November 30, 2023
pic.twitter.com/HzXfrnz9AL