კრისტენსენმა უმძიმესი ტრავმა მიიღო - დანიელმა შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშოს
კატალონიის ბარსელონასა და დანიის ეროვნული ნაკრების 29 წლის მცველმა - ანდრეას კრისტენსენმა, უმძიმესი ტრავმა მიიღო და იგი სეზონის დარჩენილ პერიოდს გამოტოვებს.
29 წლის მცველს წინა ჯვარედინი იოგი აქვს გაწყვეტილი, რაც ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ტრავმად მიიჩნევა და მისი დაბრუნების პერიოდად 2026 წლის მაისს ვარაუდობენ, ივნისში კი მსოფლიო ჩემპიონატია, სადაც მისი თამაში ამ მომენტისთვის სათუოა.
The first team player Andreas Christensen has a partial tear of the anterior cruciate ligament in his left knee as the result of an unfortunate twist of the knee in Saturday’s training session. After tests carried out on the player, a conservative course of treatment has been… pic.twitter.com/QdhnNbgyYU
— FC Barcelona (@FCBarcelona) December 21, 2025
ანდრეას კრისტენსენი ტრავმების ზოგადადაც არ უჩივის, მას მიმდინარე სეზონში ბარსელონას შემადგენლობაში უკვე 23 მატჩი აქვს ტრავმების გამო გამოტოვებული. მან თავდაპირველად მუხლის ტრავმის გამო 4 მატჩი გამოტოვა, შემდეგ კი დაბრუნდა და იოგების პრობლემის გამო კვლავ 18 მატჩი გამოტოვა... ახლა კი საქმე ძალიან რთულად არის.
შეგახსენებთ, რომ კრისტენსენი ბარსელონას რიგებში 2022/2023 წლების სეზონიდან ირიცხება, რა პერიოდშიც 97 მატჩი ჩაატარა, სადაც 5 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.