Belive

ყაზახეთის ნაკრების ვეტერანი: "შანსები თანაბარია, მაგრამ დინამოსგან შემტევ თამაშს ველოდებით"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, "დინამო თბილისი" ასტანას უმასპინძლებს.

19 ივლისს, "დინამო არენაზე" გასამართი მატჩის წინ, ვეტერანმა ყაზახმა ფეხბურთელმა, პაველ ევტეევმა ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა და თქვა, რომ გუნდების შანსები თანაბარია.

"ამ დაპირისპირებაში გუნდების შანსები თანაბარია. "ასტანა" მხოლოდ გამარჯვებით იქნება კმაყოფილი. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, ქართული გუნდის შემტევ მოქმედებებს უნდა გაუმკლავდნენ - საშინაო სტადიონზე შეტევაში ბევრად უფრო აქტიურად ითამაშებენ.

"ასტანას" აუცილებლად ექნება თავისი შანსები, რომლებიც უნდა გამოიყენოს", - თქვა ვეტერანმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა.

პაველ ევტეევის კომენტარი პირველი მატჩის წინ:

https://www.belive.ge/fexburti/qhazakhethis-nakrebis-veterani-dinamo-arastabilurad-thamashobs-da-astanas-mathi-damartskheba-sheudzlia/

საქართველოს მოქმედი ჩემპიონისა და "ასტანას" მატჩი 19 ივლისს, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება (გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა).

სხვა სტატიები