Associated Press: უეფამ დინამოს აპელაცია არ დააკმაყოფილა - თბილისელებმა საარბიტრაჟო სასამართლო წააგეს
3 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"დინამოს" ქომაგებმა ტრიბუნაზე კლუბის ფერებში გაწყობილი დროშა გადმოფინეს, ნომრით "88", რომელიც ფართოდ იყო დაკავშირებული ნაცისტურ ლოზუნგთან, სადაც ეს ციფრები ნიშნავს "H" ანუ ანბანის მერვე ასო. დროშაზე ასევე გამოსახული იყო რიცხვი 19 მცირე ზომის ციფრებით და უფრო მცირე ზომის ასოებით ინგლისური ფრაზა "Old School". კლუბის მტკიცებით, "1988 წლის ძველი სკოლა" იყო გუნდის გულშემატკივართა ჯგუფის სახელი და იგი არ ატარებდა ნაცისტური პროპაგანდის რაიმე ფორმას. სამი მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში აღინიშნა "ბანერის მკაფიო და ობიექტური რასისტული მნიშვნელობა", - წერს ამერიკული გამოცემა Associated Press-ი."დინამო თბილისმა" ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე როტერდამის "ფეიენოორდს" (1:1) გულშემატკივრის გარეშე უმასპინძლა და 50 000 ევროს ოდენობის ფინანსური ჯარიმის გადახდაც მოუწია.