Belive

ასისტენტი, რომელმაც რობერტსონს იდაყვი მოუქნია სამსაჯო საქმიანობას ჩამოაშორეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის პრემიერ ლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში მომხდარი ინციდენტის გამო, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის სამსაჯო კომიტეტმა გვერდითი არბიტრი დასაჯა.

სამსაჯო კომიტეტის გადაწყვეტილებით, კონსტანტინ ჰაციდაკისი სამსაჯო საქმიანობის გაგრძელებას, გამოძიების დასრულებამდე ვერ შეძლებს. ამ დროისათვის უცნობია, თუ რამდენ ხანს გასტანს გამოძიება, რომლის დასრულების შემდეგაც, ლაინსმენი შესაძლოა კიდევ უფრო მკაცრად დაისაჯოს და სამსაჯო საქმიანობას საკმაოდ დიდი ხნით ჩამოშორდეს.

სამსაჯო კომიტეტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ შესწავლილი იქნება ყველა გარემოება, რამაც გვერდით არბიტრს მსგავსი ქმედებისკენ უბიძგა, თუმცა, მის საქციელს გამართლება მაინც არ აქვს.

შეგახსენებთ, პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთი გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ენდი რობერტსონი, გვერდით არბიტრთან მივიდა. “ლივერპულის” განაპირა მცველს ლაინსმენთან მომენტის განხილვა სურდა, თუმცა კონსტანტინ ჰაციდაკისმა რობერტსონს იდაყვი მოუქნია. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ ლაინსმენის მოქნეული იდაყვი რობერტსონს სახეში ხვდება.

სხვა სტატიები