Belive

უსიამოვნო ინციდენტი ენფილდზე - გვერდითი არბიტრი მკაცრად დაისჯება?!

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის პრემიერ ლიგის 30-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, "ლივერპულისა" და "არსენალის" დაპირისპირება შედგა. "ენფილდზე" გამართულმა მატჩმა გულშემატკივრის მოლოდინი გაამართლა - გუნდებმა უშეღავათო ბრძოლა გამართეს და სანახაობრივი დაპირისპირება, ფრედ 2:2 დასრულდა.

"ლივერპულისა" და "არსენალის" ურთიერთშეხვედრები დაძაბული მომენტებით ყოველთვის გამოირჩევა. ფეხბურთელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა პრემიერ ლიგაში ჩვეულებრივ ამბად იქცა, თუმცა ლაინსმენის ქმედებამ ინგლისის საფეხბურთო პუბლიკა შოკში ჩააგდო.

პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთი გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ენდი რობერტსონი, გვერდით არბიტრთან მივიდა. "ლივერპულის" განაპირა მცველს ლაინსმენთან მომენტის განხილვა სურდა, თუმცა კონსტანტინ ჰაციდაკისმა რობერტსონს იდაყვი მოუქნია. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ ლაინსმენის მოქნეული იდაყვი რობერტსონს სახეში ხვდება.

გვერდითი არბიტრის ქმედება იმდენად რეზონანსული აღმოჩნდა, რომ საფეხბურთო მიმომხილველები მკაცრ სასჯელზე ალაპარაკდნენ. საქმეში საფეხბურთო ასოციაციის სამსაჯო კომიტეტიც ჩაერთო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომიტეტი გულდასმით შეისწავლის მომხდარს და სათანადო ვერდიქტს გამოიტანს.

სხვა სტატიები